ჩვენ შესახებ

კომპანია G&A Group საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან მოღვაწეობს.

კომპანიის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს გაყინული პროდუქტებით ბაჭრობა და დისტრიბუცია:

 

კომპანია G&A Group თქვენი სანდო პარტნიორი!

კომპანია სრულად ფარავს ბაზარზე არსებულ მოთხოვნას. ის სანდო პარტნიორია, რაც პირველ რიგში გამოიხატება პროდუქციის სეგმენტის ხელმისაწვდომობას, სტაბილურობასა და უწყვეტი მიწოდების გარანტიაში.

ასორტიმენტი მოიცავს წონისა და დაფასოებულ კატეგორიებს. რაც საშუალებას გვაძლევს ვუზრუნველყოთ პარტნიორული ურთიერთობები ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებით: საბითუმო გაყიდვები, HoReCa და წარმოებები, ქსელური და საცალო ვაჭრობის ობიექტები.

 

წონის სეგმენტი:

  • გაყინულ ღორის ხორცი
  • გაყინული ქათმის ხორცი
  • გაყინული თევზეული

დაფასოებული სეგმენტი:

  • დაფასოებული გაყინულ ღორის ხორცი „ნობათი“
  • დაფასოებული გაყინულ ქათმის ხორცი „ნობათი“
  • დაფასოებული გაყინულ თევზი„ნობათი“
  • გაყინული ნახევარფაბრიკატები „რერა“
  • გამოყვანილი თევზეული „რერა“
  • შებოლილი თევზეული „რერა“

კომპანია G&A Group ახორციელებს გაყინული ხორც პროდუქტების, თევზეულის და ნახევარფაბრიკატების  დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით.

კომპანიის ფილიალები წარმოდგენილია ქუთაისში, ფოთში, თელავსა და ახალქლაქში.

 

ჩვენი პარტნიორები: კარფური, გუდვილი, ჯიბე, სპარი, ნიკორა, ფრესკო, დეილი, ლიბრე, ზღაპარი, GL მარკეტი, ვეჯინი, იალჩინმარკეტ, მადაგონი, მეინ მარტი, ნაზილბე.

 

2016 წლიდან კომპანიის G&A Group საქმიანობის სფეროს ნახევარფაბრიკატების წარმოება დაემატა.

„რერა“-ს ბრენდის ქვეშ საწარმო პროგრამის „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში გაიხსნა და ნახევარფაბრიკატებს დღეისათვის უკვე ჰყავს ათასობით ერთგული მომხმარებელი.

ჩვენი ნაწარმი მაღალი ხარისხით, ხელმისაწვდომი ფასით და დასამახსოვრებელი გემოთა შეხამებით გამოირჩევა.

 

ხარისხისა და გემოს შენარჩუნებაში კი, მხოლოდ ერთი რამ გვეხმარება:

წარმოებაში ვიყენებთ მხოლოდ ნატურალურ ნედლეულს!

 

„რერა“-ს წარმოების ნახევარფაბრიკატებში ფართო არჩევანია ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის!

ტრადიციული, სლავური და ევროპული კერძები: ხინკალი, ქაბაბი, კუპატი, პელმენი, ვარენიკი, ბლინი, კოტლეტი, ნაგეთსი, ბურგერის ხორცი, შებოლილი თევზი, გამოყვანილი თევზი, ფენოვანი ცომი – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რითაც დღეისათვის ბრენდი „რერა“ წარმოდგენილია ბაზარზე.

სამარხვო პროდუქტების ასორტიმენტში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ვარენიკი, ხინკალი, ბლინების ნაირსახეობა და საქართველოს ბაზარზე ექსკლუზიური პროდუქტი – მუხუდოს კოტლეტი შეუდარებელი არომატებით!

კომპანია მუდმივად ახარებს ერთგულ მომხმარებლებს ასორტიმენტში ახალი პროდუქტის დამატებით.

ბრენდი „რერა“ ფლობს ISO სერთიფიკატს HACCP-ის შესაბამისად ISO 22000:2005, ხარისხის შესაბამისობის სერთიფიკატს ISO 9001:2015.

 

დისტრიბუცია:

 კომპანია G&A Group ახორციელებს „რერა“-ს ნახევარფაბრიკატებისა და „ნობათი“-ს გაყინული ხორც პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით.

 

 

სამაცივრე სასაწყობე მეურნეობა

კომპანიის ლოჯისტიკური ხაზი მოიცავს 5 000 ტონამდე ტვირთის ტევადობის თანამედროვე სამაცივრე-სასაწყობე მეურნეობას.

მას გააჩნია ხუთი ტრაილერის ერთდროულად დაცლა-დატვირთვის და 15 მდე სადისტრიბუციო მანქანის მომსახურების შესაძლებლობა.

ლოჯისტიკური ცენტრი მოიცავს 4 მშრალ, 10 სამაცივრე კამერას და 2 საბაჟო საწყობს.

სამაცივრე საწყობში არსებული ტემპერატურული რეჟიმი -25˚C დან +10 ˚C მდე ნებისმიერი სახის გაყინული პროდუქტის, მათ შორის რძის ნაწარმის და ნაყინის შენახვის შესაძლებლობას იძლევა.

ლოჯისტიკური ცენტრი აღჭურვილია უახლესი სამაცივრე დანადგარებით, აგრეთვე კომპიუტერული მართვისა და კონტროლის სიტემით. აღნიშნული უზრუნველყოფა საშუალებას აძლევს მომხმარებელს, დროის ნებისმიერ მონაკვეთში, აკონტროლოს დასაწყობებული ტვირთის შენახვის პირობები.

 ჩვენი სერვისები:

  • ტვირთის პალეტზე განთავსება, შეფუთვა და სტელაჟებზე განლაგება;
  • ტვირთის აღრიცხვიანობის და განლაგების პროგრამულ უზრუნველყოფა;
  • დასაწყობებული ტვირთის მარაგების კონტროლი;
  • ტვირთის დაზღვევა სამაცივრე საწყობში განთავსების პერიოდში;
  • გადახდის მოქნილი სისტემა;
  • საბაჟო საწყობი;

საოფისე ფართები

კომპანია G&A Group ფლობს 1 500 კმ² საოფისე ფართს.

საოფისე ფართის დაქირავების შემთხვევაში თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით ყველა საჭირო კომუნიკაციით და პარკირების ადგილით თანამშრომელთა ავტომობილებისთვის, 24 საათიანი დაცვის სისტემით. კომპანიის ტერიტორიაზე დაცულია როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრი.

საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, შესაძლებელია პარტნიორული კოლაბორაცია დისტრიბუციის უზრუნველყოფით.