„რერა“ Cercle-ის მასტერკლასის მონაწილეებს და მუსიკოსებს ფურშეტით გაუმასპინძლდა.
მასტერკლასი Polo&Pan-ის ლაივის ჭრილში ჩატარდა. კონცერტის დაწყებამდე, მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ Cercle-ის მასტრკლასს დასწრებოდნენ, სადაც მათი გუნდის წევრებმა დერეკ ბარბოლამ და ფილიპ ტუჩმანმა მსმენელებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ივენთების ორგანიზებისა და მუსიკალური ინდუსტრიის შესახებ.
მასტერკლასის შემდეგ, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ დაეგემოვნებინათ „რერას“ უგემრიელესი კერძები. ფურშეტზე წარმოდგენილი იყო „რერას“ ეკოლოგიურად სუფთა ცომისაგან დამზადებული კანაპეები და დესერტის ასორტიმენტი. განსაკუთრებული ყურადღება და მოწონება დაიმსახურა რერას ფერადმა და ტკბილმა ბლინებმა.