„რერა ბუფეტმა“ Polo & Pan Live-ზე იყო წარმოგენილი. კონცერტი 20 ივლისს, თბილისის ვაგონშემკეთებელ ქარხანაში გაიმართა. ფრანგმა დუეტმა Polo & Pan-მა ქართველი მსმენელისთვის გრანდიოზული შოუ მოაწყო და ყველასთვის საყვარელი კომპოზიციები შეასრულა.
რერას საკვებმა ობიექტმა ელექტრონული მუსიკის 9000 მოყვარულს მაღალი ხარისხის ბურგერი, ქაბაბი, ბლინები და სხვა კერძები შესთავაზა.
ორგანიზატორებმა კი საინტერესო შოუს მოწყობაზე იზრუნეს, – სახელმწიფო პანტომიმის თეატრის კოსტიუმირებულმა მიმებმა მუსიკის, მოძრაობისა და პლასტიკის სინთეზი წარმოადგინეს.